გაკვეთილის მთავარი გეგმა
|
ხალხური და პროფესიული მუსიკის ურთიერთკავშირი
|
სწავლების საფეხური
|
მე-9
|
მოსწავლეთა პროფილი
|
24
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად
მუს. IX.8. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალურინაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება.
მუს.IX .9. მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
დიალოგის, მსჯელობის, მუსიკის მოსმენა-ანალიზის, ვოკალური უნარ-ჩვევების განვითარება.
|
წინასწარი ცოდნა
|
ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და მოძიებული მასალის დამუშავება დაგადმოცემა.
|
შეფასების საგანი და პროცედურაბი
|
პრეზენტაცია
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სასწავლო სახელმძღვანელო. დამხმარე სახელმძღვანელო.ინტერნეტსივრცე. მოსასმენი რეპერტუარი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა 1; მინილექცია . ტერმინი "კლასიკური მუსიკა" გამოჩნდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, რაც მიზნად ისახავდა ი. ს. ბახიდან მოყოლებული ლ. ვ. ბეთჰოვენის ჩათვლით.კლასიკური მუსიკა და ფოლკლორი,შერწყმისას არავეულებრივ სინთეზს იძლევა. საქართველოში კომპოზიტორმა მელიტონ ბალანჩივაძემ,ხალხური მუსიკალური ჟანრების, პირველი გემო გაასინჯა ქართველ ხალხს.
აქტივობა 2; ჯგუფური მუშაობა. პირველი ჯგუფის დავალება; მოიძიონ ინფორმაცია "ხალხური მუსიკა ქართველ კომპოზიტორტთა შემოქმედებაში". (პრეზენტაცია). მე-2 ჯგუფის დავალება;-მოიძიონ მოსასმენი მასალა "ხალხური მუსიკა ქართველ კომპოზიტორტა შემოქმედებაში." აქტივობა 3; ხალხური პროფესიული მუსიკის ურთიერთკავშირის შესანისნავი ნიმუშია, ხალხური "გუთნური დან. სულხანიშვილის "გუთნური". ამ ორ ნიმუშში ადვილადაა შესაძლებელი ხალხური და პროფესიული ვარიანტის განსხვავება, ერთის მეორისგან გამორჩევა.მასწავლებელი ასმენინებს ფრგმენტებს ცალ-ცალკე,არკვევს ხმათა რაოდენობას, ფეგმენტი ხალხურია თუ კომპოპზიტორის მიერ არის შექმნილი; ტექსტი ერთი და იგივეა თუ განსხვავებული (ნ. სულხანიშვილის "გუთნური" შექმნილია ი. ჭავჭავაძის ლექზე) რა სახის ცვლილება განიცადა ხალხურმა ვარიანტმა-თვითოეული ჯგუფი წარმოთქვამს თავის დამოკიდებულებას მოსმენილი ფრაგმენტის მიმართ. აქტივობა 4; მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას;" როგორ ასახავს მუსიკა ისტორიას, საზოგადოებას, კულტურას?" |
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
თემა
|
„მზე შინა და მზე გარეთა“
|
საგანი
|
მუსიკა
|
სწავლების
საფეხური
|
მე-2 კლასი
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
|
მასწავლებელი
|
ინგა ფრეწუაშვილი
|
გაკვეთილის
მიზნები
|
მოსწავლეები შეძლებენ:
1. ტაშით,
კაკუნით აჰყვნენ მუსიკას.
2. ჰქონდეთ
დირიჟორობის ჩვევები.
3. გაარჩიონ
მუსიკალური ნაწარმოები ჟანრის მიხედვით და შეძლონ ცეკვის მარტივი ილეთების დაუფლება.
4. შეძლონ
საუბარი საქართველოს ტრადიციებზე,სარიტუალო და საწესო სიმღერებზე.
5. დაინახონ
კავშირი ხალხურ და პროფესიულ მუსიკას შორის.
|
სტრატეგიები
მისაღწევი
შედეგები
|
მუს.II.1. მოსწავლეს შეუძლია
მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ
სავარჯიშოებსში.
. განასხვავებს ნელ და ჩქარ
ტემპს.
.ტაშით, კაკუნით იმეორებს მარტივ რიტმულ ნახაზს.
მუს.II.3. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს გამოხატვის სხვადასხვა ფორმას
გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
.ხმის, მოძრაობის, ცეკვის, მიმიკის, ჟესტის, თამაშის საშუალებით გამოხატავს
ამა თუ იმ განწყობას.
მუს. II.4.მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მოსმენილი
მუსიკალური ნაწარმოების მიმართ.
.მოსმენისას ტაშით, სიმღერით,
ცეკვით აჰყვება მუსიკას, „
|
მეთოდები
|
მინი-ლექცია, გონებრივი იერიში(კითხვა-პასუხი).
|
აქტივობები
|
ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა. მუსიკის მოსმენა. ცეკვა.
|
რესურსები
|
სახელმძღვანელო,ცარცი, დაფა,მოსასმენი რეპერტუარი, ბუკი.
|
საკლასო
მენეჯმენტი
( გაკვეთილის
მიმდინარეობა)
|
გამოწვევის ფაზა;
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის
თემას და მიზნებს.
დამხმარე კითხვების საშუალებით შევეცდაბი თვითონ ახსნან სიტყვა „ფოლკლორის“
მნიშვნელობა.
1.თქვენი აზრით, რატომ ჰქვია სიმღერას ხალხური?
2.ერთი ადამიანი ქმნის თუ ბევრი? (აქ განუმარტავთ სიტყვა ფოლკლორს.)
(5 წთ).
წინარე ცოდნის გააქტიურების
ფაზა.
მინი-ლექცია.
ბავშვებას მოვუყვები თუ რატომ და როდის მღეროდნენ, რა სოციალური დანიშნულება
ჰქონდა ხალხურ სიმღერა „მზე შინა და მზე გარეთას“.
ვკითხავ თუ იციან კიდევ რომელიმე საწესო სიმღერის შესახებ ან რომელიმე
რიტყალის შესახებ.(თუ არ იციან მივანიშნებ სიმღერა „ალილოზე“).
აქ ვთხოვ ბავშვებს ჩემთან ერთად
შეასრულონ ხალხური სიმღერა „მზე შინა და
მზე გარეთა“. სიმღერის დრო
I ჯგუფი-მერხზე
ხელის დარტყმით გამოყოფს ტაქტის ძლიერ დროს.
(მეტრს).
II ჯგუფი-ტაშით აჰყვება მუსიკას.
(რიტმი)
III ჯგუფი-დირიჟორობს პირველ
და მეორე ჯგუფს. (15 წთ)
სიღრმისეული წვდომოს
ფაზა.
1. ხალხური
სიმღერა იქმნებოდა ჩანაწერის გარეშე,საჭიროა თუ არა ნოტების ცოდნა?
2. მაშ
ვინ ქმნის ნოტების საშუალებით მუსიკას?(აქ ვთხოვ ბავსვებს გაიხსენონ ზღაპარი მხიარულ
ნოტებზე.
მოსწავლეებს
მოვასმენინებ სულხან ცინცაძის საკვარტეტო მინიატურას „მზე შინა და მზე გარეთა“ და
ვთხოვ გააკეთონ ნაწარმოების ანალიზი.
1.ვოკალურია
თუ ინსტეუმენტული?
2.როგორ ტემპში
სრულდება?
3. ფორტეზე
ჟღერს თუ პიანოზე?
4.რომელი საკრავის
ტემბრები ამოიცნეს?
5.ერთი შემსრულებელი
ასრულებს თუ რამდენიმე?
6. რა ჰქვია
ერთ, ორ, სამ და ა.შ. შემსრულებელს?
კიდევ ერთხელ ვრთავ „მზე შინას“
და ვთხოვ ბავშვებს შეძლებისდაგვარად ცეკვის საშუალებიტ გამოხატონ თავიანტი განწყობილება. (20 წთ)
დასკვნითი ნაწილი.
კლასში შევაფასებ ჯგუფებს,შევაჯამებ გაკვეთილს.( რა იყო დღეს თქვენთვის
ყველაზე საინტერესო?) (4 წთ)
საშინაო დავალება
მოიძიონ ინფორმაცია მშობლების დახმარებით, საწესო სიმღერებზე
რომლებიც სრულდება სხვადასხვა რიტუალებზე. (1წთ)
|
შეფასების
კრიტერიუმები
|
არა
|
ნაწილობრივ
|
შეისწავლეს
|
მოსწავლეებმა ნაწარმოების მოსმენის დროს შეძლეს მეტრის,რიტმის და დირიჟორობის
დემონსტრირება
|
|||
მოსწავლეებმა მოისმინეს და მარტივი ილეთებით იცეკვეს „მზე შინა და მზე
გარეთა“.
|
გაკვთილის
თემა
|
ედვარდ გრიგი -„ დილა“.
|
საგანი
|
მუსიკა
|
სწავლების
საფეხური
|
მე-7 კლასი
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
19
|
მასწავლებელი
|
ინგა ფრეწუაშვილი
|
გაკვეთილის მ მიზნები
|
ა)მოსწავლეს უვითარდება მუსიკალური
გემოვნება,უჩნდება
პოზიტიური დამოკიდებულება კლასიკური
მუსიკისადმი.
ბ)ეცნობა კომპოზიტორისა და მისი ქვეყნის ისტორიას,
კულტურას.
|
სტრატეგიები და
მისაღწევი
შედეგები
|
ა)მიმართულება:კომუნიკაცია,ინტერპრეტაცია,
მუს.VII.5.მოსწავლეს
შეუძლია მოსმენილი
მუსიკალური
ნაწარმოების გაანალიზება;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე საუბრობს
მუსიკალური
ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ
შთაბეჭდილებებზე.
განსაზღვრავს
მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს
(ოპერა,ბალეტი,
სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი),
სტილს (კლასიკური,ხალხური,თანამედროვე).
საუბრის დროს იყენებს მუსიკალურ
ტერმინოლოგიას.
ბ)მიმართულება:მუსიკალური
ნაწარმოების
აღქმა კონტექსტში
მუს.VII.8.მოსწავლე
აღიქვამს მუსიკას,როგორც
ინფორმაციისა და კომუნიკაციის
საშუალებას.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე საუბრობს იმაზე,
რომ წინა ეპოქაში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები
მისთვის დღესაც
გასაგებია.
|
გ)მუს.VII.6.მოსწავლეს
შეუძლია,თანაკლასელებს
გააცნოს მუსიკალური
ხელოვნების
ნიმუში ან მუსიკოსის
შემოქმედება.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
მოიძიებს და ამუშავებს ინფორმაციას მუსიკალური
ნაწარმოების ან კომპოზიტორის შესახებ;
მოძიებული ინფორმაციების შესახებ მიღებულ
შთაბეჭდილებებს აცნობს თანაკლასელებს.
|
|
მეთოდები
|
მინი-ლექცია,გონებრივი იერიში
(კითხვა-პასუხი)
პრეზენტაცია,ნაწარმოების ანალიზი.
|
აქტივობები
|
ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა;
მუსიკის მოსმენა;
|
რესურსები
|
სახელმძღვანელო,ცარცი,დაფა,მოსასმენი
რეპერტუარი,
დამატებითი
მუს.ლიტერატურა,ნოუთ-ბუკი,
ინტერნეტი;
|
საკლასო
მენეჯმენტი
(გაკვეთილის
მიმდინარეობა)
|
აქტივობა I.
მასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს
გაკვეთილის მიზანს:
დღეს ჩვენ მოვისმენთ ნორვეგიელი კომპოზიტირის,
ედვარდ გრიგის პიესას
„დილა“- სუიტიდან „პერ გიუნტი“ და დაწერთ
მოსმენილი
ნაწარმოებიდან მიღებულ შთაბეჭდილებას.
ბავშვებო, გავიხსენოთ ქცევის წესები, კერძოდ:
ყურადღებით მოუსმენთ მუსიკას, ერთმანეთს და
აქტიურად ჩაერთვებით მუშაობაში. შეფასების
კრიტერიუმებს დაგირიგებთ
ინდივიდუალურად. (5წთ)
მოტივაცია
1)უსმენთ კლასიკურ მუსიკას?
2) გსმენიათ თუ არა, ვინ არის ედვარდ გრიგი?
3) მოგისმენიათ მისი პიესა „ დილა“?
აქტივობა II.
წინარე ცოდნის შემოწმება და განმტკიცება.
დღეისათვის თქვენ დავალებად გქონდათ,
ამ კითხვებიდან
გამომდინარე,
აგეღოთ ინტერვიუ თანატოლებისაგან და
მოგეძბნათ ინფორმაცია ედვარდ გრიგის შესახებ.
გთხოვთ, ჯგუფების ლიდერებმა წარმოადგინონ
თქვენი
ნამუშევრები
პრეზენტაციის ფორმით. (5წთ)
მასწავლებელი აფასებს II აქტივობას.
აქტივობა III.
ბავსვები ისმენენ ედვარდ გრიგის „დილას“. (5წთ)
მოსმენის შემდეგ მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს,
დაწერონ მოსმენილი
ნაწარმოებით გამოწვეული
შთაბეჭდილება. (5წთ)
„კრიტიკული
მეგობარი“-ჯგუფები აფასებენ
ერთმანეთს.(5წთ)
აქტივობა IV.
გთხოვთ, მოძიებული ინფორმაციები ედვარდ
გრიგისა და
მისი ქვეყნის
შესახებ წარმოადგინოთ
ინდივიდუალურად.
(10 წთ).
მასწავლებელი ურიგებთ თვითშეფასების
კითხვარს და
სთხოვთ შევსებას.(5წთ).
მასწავლებელი თვითშეფასების პასუხებიდან
აკეთებს
დასკვნას
იმის შესახებ, გავიდა თუ არა შედეგზე.
მიაღწია
თუ არა დასახულ მიზანს. (3წთ)
მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ და
განმსაზღვრელ
შეფასებას.
ასახელებს მოსწავლეებს, ვინც
აქტიურობდა.
იყენებს ზომიერი შექების ფორმას ასახელებს
იმათაც ვინც
ნაკლებად იყო ჩართული საკლასო მუშაობაში
.საბოლოოდ
აჯამებს გაკვეთილს თავისი პლუს -მინუსებით.
აქტივობა V.
მასწავლებელი სვავს მოტივირებულ კითხვას:
„სჭირდება სათანადო განწუობა და
მომზადება კლასიკური მუსიკის
მოსმენას,
თუ მოულოდნელ სიტუაციებში
შესაძლებელია
მისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება?
სახლში გაეცით ამ კითხვას პასუხი
და კიდევ
რომელ კლასიკურ ნაწარმოებს
შეისწავლიდით?
(2წთ)
|
შეფასება
|
მასწავლებლის მიერ განმავითარებელი შეფასებები.
|
ს საშინაო
დავალება
|
კიდევ ერთხელ მოუსმინეთ სახლში,
ედვარდ გრიგის დილას და ნახატით
გადმოეცით მუსიკის მოსმენით მიღებული
განწყობა
და შთაბეჭდილება.
|
შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციი
უნარ-ჩვევები
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
პრეზენტაციის
წარდგენისას მოსწავლე ვერ ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.მოსწავლეს სჭირდება პრეზენტაციის ყველა ასპექტზე მუშაობა;
დგომის პოზა ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან, მკაფიო გადმოცემა და ხმის ტემბრი.
|
მოსწავლე
პრეზენტაციის ზოგიერთი ნაწილის წარდგენისას ინარჩუნებს წარმომდგენის როლს. მოსწავლეს
სჭირდება პრეზენტაციის რამდენიმე ასპექტზე მუშაობა; დგომის პოზა, ვიზუალური კონტაქტი
მაყურებელთან, მკაფიო გადმოცემა ან ტემბრი.
|
მოსწავლე
თითქმის მთელი პრეზენტაციის მანძილზე ინარჩუნებს წარმომდგენის როლს,მოსწავლეს აქვს
პრეზენტაციის კარგი უნარ-ჩვევები.მაგრამ ერთ-ერთ ასპექტზე ესაჭიროება გაუმჯობესება
დგომის ეფექტური პოზა,ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან ან ხმის ტემბრი.
|
მოსწავლე
პრეზენტაციის მანძილზე ინარჩუნება წარმომდგენის როლს. მოსწავლეს აქვს პრეზენტაციის
შესანიშნავი უნარ-ჩვევები; დგომის ეფექტური პოზა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან,
მკაფიო გადმოცემა და ყველასათვის გასაგებ ხმაზე მეტყველება.
|
გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლის თვითშეფასების სქემა
რა იყო გაკვეთილზე შენთვის ყველაზე საინტერესო?
|
|
რა ისწავლე ამ გაკვეთილზე?
|
|
რა გააკეთე ამ გაკვეთილზე?
|
კლასი
|
VIII
|
მასწავლებელი
|
ინგა ფრეწუაშვილი
|
ჩატარების დრო
|
|
გაკვეთილის თემა
|
ლ.ვ.ბეთჰოვენი
-
„ევროკავშირის
ჰიმნი“
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
45 წთ
|
კლასი დახასიათება
|
ბავშვებს
შეუძლიათ დაწერონ მოსმენილი
ნაწარმოებით მიღებული
შთაბეჭდილება.
შეუძლიათ
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღონ და
დაასაბუთონ
საკუთარი
მოსაზრება,მოიყვანონ არგუმენტები.
შეუძლიათ
ინფორმაციის
მიძიება და მისი წარდგენა კლასელების წინაშე.
|
||||
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი
შედეგები
|
მუს. VIII.8. მოსწავლე უსმენს
მუსიკალურ ნაწარმოებს
და საუბრობს
მის სესახებ.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
.
გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებას ზეპირად,
ჩანაწერის სახით.
.ზოგადად
ახასიათებს შემსრულებელთა შემადგენლობას.
.ახასიათებს
მუსიკალური ნაწარმოების ფორმას.
მუს.VIII.9.
მესწავლეს ესმის და წარმოაჩენს, რომ მუსიკა
იდეათა
გამოხატვის
და კომუნიკაციის საშუალებაა.
.საუბრობს,
რა განწყობას უქმნის ესა თუ ის ნაწარმოები.
.
ჩამოთვლის რამდენიმე მიზეზს, რისთვისაც ქმნიან ადამიანები
ხელოვნების ნაწარმოებებს.
|
||||
გაკვეთილის
მსვლელობა,
საკლასო
მენეჯმენტი
|
აქტივობა I.
მასწავლებელი
აცნობს კლასს გაკვეთილის მიზანს.
დღეს
ჩვენ
მოვისმენთ
ვნახავთ ფრაგმენტს ვენის კლასიკური
სკოლის
წარმომადგენელ ლ. ვ. ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის
ბოლო
ნაწილს
„ევროკავშირის ჰიმნს“ და დაწერთ ნაწარმოებიდან
მიღებულ
შთაბეჭდილებას.
მოტივაცია:
მასწავლებალი
სვამს კითხვებს კლასში:
1)
მოგისმენიათ თუ არა ევროკავშირი ჰიმნი.
2)
რომელ კომპოზიტორს ეკუთვნის ეს ნაწარმოები.
3)
რა იცით ევროპასა და საქართველოს
ურთიერთობის შესახებ? (5წთ)
აქტივობა II.
მასწავლებელი აყურებინებს ფლეშმობის
მიერ
შესრულებულ
ევროკავსირის ჰიმნს და ეკითხება ბავშვებს; რა
იყო პროექტის
მიზანი?(5წთ).
(მიზანი იყო, მოულოდნელ, მოუმზადებელ
სიტუაციაში,
კლასიკური მუსიკის
პოზიტივის წარმოჩინება.)
მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს დაწერონ
ნაწარმოებიდან მიღებული
შთაბეჭდილება
და იმსჯელონ,სჭირდება განსაკუთრებული
მომზადება
კლასიკური მუსიკის მოსმენას თუ მოულოდნელ
სიტუაციაში შესაძლებელია მისგან მაქსიმალური სიამოვნების
მიღება?
ბავშვებს
დაყოფს მასწავლებელი ჯგუფებად. მოსწავლეები
შთაბეჭდილებებს.(5წთ).
აქტივობა III.
ჯგუფის
ლიდერები კითხულობენ შთაბეჭდილებებს და
შემდეგ აფასებენ ერთმანეთს-„კრიტიკული მეგობარი“.
(5წთ).
აქტივობა IV.
მასწავლებელი
ეკითხება ბავშვებს: მოსმენილი აქვთ თუ არა
თანამედროვე ინტერპრეტაციით შესრულებული“
ევროკავშირის
ჰიმნი?“
მინი-ლექცია.(5წთ).
მინი
ლექციის შინაარსი:-სტრასბურგში ევროპის საბჭოს
სასახლეში,
დემოკრატიის მე-6 მსოფლიო ფორუმი გახსნა ანსამბლმა
„შავნაბადამ“-
„ევროკავშირის ჰიმნით“.
სიმფონიის ბოლო ნაწილი, ქართული მრავალხმიანობის
უნიკალურ
ნიმუშებს შეერწყა. ანსამბლმა ევროპის ჰიმნის ახლებური
ვერსია
ევროსაბჭოს
სხდომათა დარბაზში გაშალა. აქ გაერთიანებულია
ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბოლო ნაწილი და ხალხური
„ნადური.“
აქტივობა
V.
მასწავლებელი
აჩვენებს ფრაგმენტს სტრასბურგში
შესრულებულ
“ ევროკავშირის ჰიმნს.“ ანსამბლ „შავნაბადას“
შესრულებით. (5წთ).
აქტივობა VI.
იმართება
დიალოგი ქართული ხალხური მუსიკის და
კლასიკური
მუსიკის ურთიერთკავშირზე. (5წთ)
მასწავლებელი არიგებს თვითშფასების კითხვარს
და სთხოვს
კითხვარის შევსებას.
(5წთ).
მასწავლებელი
იყენებს განმავითარებელ შეფასებას,
ასახელებს
მოსწავლეებს,
ვინც აქტიურობდა. იყენებს ზომიერი სექების
ფორმას.
ასახელებს
იმათაც ვინც ნაკლებად იყო ჩართული საკლასო
მუშაობაში.
საბოლოოდ აჯამებს გაკვეთილს თავისი
პლუს-მინუსებით. (5წთ)
საშინაო
დავალება: რა დანიშნულება აქვს ჰიმნს,
ანუ
რისთვის იწერება ჰიმნი?
|
||||
No comments:
Post a Comment