1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
ჟანრობრივად
ანსხვავებს მუსიკალურ ნაწარმოებებს
|
ვერ ანსხვავებს
ჟანრობრივად მუსიკალურ ნაწარმოებებს
|
უჭირს განასხვავოს
სხვადასხვა მუსიკალური ჟანრი
|
ნაკლებად არჩევს
მუსიკალურ ჟანრებს.
|
ნაწილობრივ ანსხვავებს
სხვადსხვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს.
|
ზედმიწევნით კარგად
ანსხვავებს სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს.
|
ფლობს
სანოტო სისტემას.( ნოტები, გრძლიობები)
|
არ იცის ნოტები
|
უჭირს ნოტების
განლაგება სანოტო სისტემაზე
|
ნაკლებად ანსხვავებს
გრძლიობებს და ერევა ნოტები ერთმანეთში
|
ნაწილობრივ ანსხვავებს
გრძლიობებს და იცის ნოტები.
|
სრულად ფლობს
,როგორც სანოტო სისტემას ასევე გრძლიობებს.
|
მღერის
სხვებთან ერთად და დამოუკიდებლად.
მონაწილეობს
სხვადასხვა ღონისძიებებში.
|
ვერ მღერის სხვებთან
ერთად და დამოუკიდებლად.
|
უჭირს სიმღერა,
არ მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში
|
ნაწილობრივ მღერის
სხვებთან ერთად. არ მონაწილეობს ღონისძიებებში.
|
მღერის სხვებთან
ერთად,მონაწილეობს ღონისძიებებში.
ვერ მღერის დამოუკიდებლად.
|
მღერის სხვებთან
ერთად და დამოუკიდებლად.
აქტიურადაა ჩართული
სხვადასხვა ღონისძიებებში.
|
საშინაო დავალება
|
არ ასრულებს საშინაო
დავალებას.
|
ავიწყდება ხშირ
შემთხვევაში საშინაო დავალების შესრულება.
|
მეტ-ნაკლებად
ასრულებს საშინაო დავალებას.
|
არასრულყოფილად
ასრულებს საშინაო დავალებას.
|
ზედმიქევნით სწორად
და სისტემატიურად ასრულებს საშინაო დავალებას.
|
პრეზენტაცია
|
ვერ საუბრობს
სალიტერატურო ენათ,არ იყენებს მუსიკალურ ტერმინებს, არ აქვს პრეზენტაციის უნარი.
|
პრეზენტაციის
დროს არ იყენებს მუსიკალურ ტერმინო;ოგიას. უჭირს კომუნიკაცია.
|
ნაკლებად იყენებს
მუსიკალურ ტერმინოლოგიას, ცდილობს პრეზენტაციის გაკეთებას.
|
მეტ-ნაკლებად
ფლობს გამართულ სალიტერატურო ენას, მუსიკალურ ტერმინებს,სრულყოფილად არ აქვს წარმოდგენილი
პრეზენტაცია.
|
სრულყოფილად საუბრობს
გამართული სალიტერატურო ენით, იყენებს მუსიკალურ ტერმინებს,აქვს კომუნიკაციის უნარი,
რაც ეხმარება პრეზენტაციაში.
|
შეფასება მუსიკაში
შეფასების კომპონენტები
საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები
ფასდება შემდეგი ცოდნა და უნარები:
ცოდნა და უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი აქტივობებით:
საშინაო დავალებები
საკლასო დავალებები
შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შემოწმდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს მუსიკის სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს მუსიკის სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს.
შემაჯამებელ დავალებათა ტიპები:
სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. მუსიკის შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:
მოსწავლის მიერ შესრულებული პროექტის სავარაუდო თემები:
თემატური წარმოდგენის/კონცერტის გამართვა; ტელეგადაცემის, რადიოგადაცემის, სპექტაკლის მომზადება; გაზეთის, ჟურნალის, სანოტო ალბომის მომზადება; კლიპის გადაღება სიმღერის, მუსიკალური ნაწარმოების ან სხვა თემაზე; სკოლაში ცნობილი კომპოზიტორის, მომღერლის, რეჟისორის მიწვევა, შეხვედრის ორგანიზება და წარმართვა და ა. შ.
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები
ნიმუში: მუსიკალური ნაწარმოების გაცნობა თანაკლასელებისთვის
მოამზადეთ პრეზენტაცია და გააცანით თქვენს თანაკლასელებს ინსტრუმენტული კონცერტის ნიმუში. ამისათვის:
- მოიძიეთ, მოისმინეთ და შეარჩიეთ დასახელებული ჟანრის ის მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მოგეწონათ;
- თქვენი მიზანია შერჩეული მუსიკალური ნაწარმოების თანაკლასელებისთვის წარდგენა და მათი დამოკიდებულების გამოწვევა;
- შეარჩიეთ და გააცანით თანაკლასელებს ის ფრაგმენტები, სადაც ძირითადი თემატური მასალა ჟღერს როგორც სოლო საკრავთან, ასევე ორკესტრის პარტიაში; ასევე ის მონაკვეთები, სადაც მუსიკალური მასალის განვითარება განსაკუთრებით საინტერესოდ გეჩვენებათ;
- მოიძიეთ ფაქტობრივი მასალა შერჩეული ნაწარმოების შესახებ - ეპოქა, სტილი, კომპოზიტორი, ნაწარმოები (ჟანრი, სტილი, სოლო საკრავი, შემსრულებელთა შემადგენლობა), შემსრულებელი, დირიჟორი, შემსრულებელთა კოლექტივი, დარბაზი (სურვილის მიხედვით);
კრიტერიუმები
- მასალის ფლობა;
- კომუნიკაცია;
- საორგანიზაციო საკითხები;
- შემოქმედებითობა.
1. მასალის ფლობა (ცოდნა და უნარები) 0-3
2. კომუნიკაცია 0-3
3. საორგანიზაციო საკითხები 0-1
4. შემოქმედებითობა 0-3
No comments:
Post a Comment